თაკო ჩარკვიანის განმარტებით საუბარია “ნაცმოძრაობის” არა 9 მილიონ, არამედ 900 ათას ამომრჩეველზე

პარტია “კანონი და სამართალის” თავჯდომარე თაკო ჩარკვიანი საინფორმაციო სააგენტო “აიპრესს” დაუკავშირდა, ტელეკომპანია “პირველთან” გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც მან აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობას” 9 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავდა.

პარტიის თავმჯდომარის თქმით სიტყვა “ცხრასთან” გაკეთებული იყო მცირე პაუზა და შემდეგ თქვა სიტყვა “მილიონამდე”.  ის გულისხმობდა “ნაცმოძრაობის” 900 ათას ამომრჩეველს.

თაკო ჩარკვიანის განცხადებას, “აიპრესი” გთავაზობთ, დამატებითი ინფორმაციის სახით და იგივე განცხადება შეგიძლიათ იხილოთ, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ თავდაპირველ მასალაში. 

თაკო ჩარკვიანი: “ჩვენთან 5 ათასი და 10 ათასი კაცი კი არ დარეგისტრირდა, რამდენიმე ათასი დარეგისტრირდა. 9 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, რეალური ამომრჩეველი. თვითონ ხო არ იგონებენ ამ ციფრებს. ეს ხალხი მართლა ვიღაცის იმედით რჩება სახლში ყავის ჭიქით… მუდმივი ელექტორატი რომ გამოდის ამ კოვიდის დროს, ეს არ გვიკვირს? ე.ი ძალიან არ მოსწონთ ხელისუფლება”

 

კომენტარები
იტვირთება...