თაკო ჩარკვიანის 86 წლის დედას covid 19 დაუდასტურდა

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთერთი ლიდერი თაო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“დედას დაუდასტურდა კოვიდი. აი, ახლა კი ცუდად ვარ”-წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ: 11 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, მას სავარაუდოდ, ინფექცია ტვ “პირველის” სტუდიაში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსგან გადაედო.

„გუშინ წინ რომ გამოაცხადეს გოგიჩაიშვილზე, თითქოს თავში ჩაგარტყამენო რაღაცას, ისე იყო, რადგან 2 სექტემბერს გადაცემაში ლევანი იჯდა. რომ მორჩა, გავიდა, მაგრამ მისი მიკროფონი, „პეტლიჩკას“ რომ ვეძახით, მე გამიკეთეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ვირუსი დაუდასუტრდა და ამასთან, მეც ვახველებდი, მივხვდი, რომ ამის გამოა. აი, ასე ჰაერწვეთოვანი შეხება იქვე, ადგილზე არ გვქონია. ის იქითა მხარეს გავიდა, მე აქეთ, მეორე მხრიდან შევდიოდი.

ბოლო სამი დღეა, მახველებს, სიცხე მაქვს 37,2 – 37,3. სიმპტომების გამოვლენისას მეთვითონ მივმართე სპეციალისტებს. 112-ში დავრეკე და ეს ყველაფერი მოვყევი, რომ მე ვარ კონტაქტი გოგიჩაიშვილისა.

დღეს დილით იყო ტესტის პასუხი, მე და ჩემს მეუღლეს დაგვიდგინდა კოვიდ დადებითი. ახლა ველოდებით, რას გვეტყვიან, სად გადაგვიყვანენ. ერთი პრობლემა ისაა, რომ სახლში დედა მყავს 86 წლის, მე და ერთი ქალბატონი ვუვლით მას. მათი პასუხები ჯერ არ ვიცით, ერთადერთი ამაზე ვღელავთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად