თაკო ჩარკვიანი: ზოგიერთ პოლიტიკანს “პოლიტიკური სტაჟი” 25-30 წლიანი თაღლითობა ჰგონია

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი წერს.

“ამ ზოგიერთ პოლიტიკანს , იმიტომ , რომ 25-30 წელია პოლიტიკაში არიან და თაღლითობენ და კორუფციაში არიან ჩაფლულები წლებია (ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ) ეს ჰგონიათ “პოლიტიკური სტაჟი”. არა ბატონებო, ეგ “რუსულ- კორუფციული” მიდგომაა, პოლიტიკოსობა იმით იზომება, რა მოგიტანია, რა გაგიკეთებია შენი “მრავალწლიანი მოღვაწეობის” მანძილზე შენი ქვეყნისთვის – სახელმწიფოსთვის! აი ეს განსაზღვრავს პოლიტიკოსობას!! სხვას დანარჩენს” დიდხნოვანი თაღლითობის სტაჟი” ჰქვია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ რაიმეს ვეღირსოდ და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ!!! არა, ძველ ნათაღლითარ “პოლიტიკანებს” საქართველოში!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანი ხშირად აკრიტიკებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს და მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ერთადაც იშვიათად ჯდება. ამ ფაქტის გამო გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოებული შემადგენლობის ფორმატიც კი დატოვა რამდენიმე თვის წინ. გამონაკლისი იყო გუშინდელი შეხვედრა, რომელზეც ორივე ეს ლიდერი იმყოფებოდნენ.

თაკო ჩარკვიანის კრიტიკაზე პასუხის გაცემა არ ისურვა ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” საუბრისას და მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლა: არაპოლიტიკოსების გამონათქვამებზე საუბარს არ ვაპირებ, მას პოლიტიკოსად არ ვთვლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად