თაკო ჩარკვიანი: ვიცოდით, რომ კობახიძის დავალება იყო ოპოზიციის არევა, მაგრამ „გირჩი“ თუ შეასრულებდა ამას, არ ვიცოდით

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თაკო ჩარკვიანი “გირჩის განაყოფში” დარჩენილ იაგო ხვიჩიაზე ამბობს, რომ ის პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინაარმდეგ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

“ეს ინფორმაცია მე მქონდა, რომ კობახიძის დავალება იყო, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ამას გირჩი შეასრულებდა, მაგრამ, რომ დავალება ჰქონდა კობახიძისგან ოპოზიციაში არევისა, ეს იყო ელისაშვილი, მაგრამ ელისაშვილმა უნებლიედ, სიმპატიურად მიიხმარა ამაში გირჩი, ეს არის კობახიძის გზა, რომ ვაშაძე დაეშანტაჟებინათ”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, საბუთი, რომელსაც “გირჩი” მოქალაქეების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად გასცემდა შეუძლებელია სუს-ის მონაწილეობის გარეშე გაიცეს.

“ამიტომ თქვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ოპოზიციაში კობახიძის დავალებით პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ეს გახლდათ გიორგი ვაშაძე, იმიტომ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვენ შესვლას და გამოსვლას ვერავინ ვერ გაიგებდა”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად