თაკო ჩარკვიანი: ვიცი, რომ ეს თანხა არ უნდა დავუტოვოთ ივანიშვილს, მაინც „გული მეთანაღრება“, არც დაფინანსება მინდა ამათი და არაფერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი 9 პოლიტიკური პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის საკითხს სოციალურ ქსელით ეხმაურება, სადაც პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას ხელახალი არჩევნების მოსამზადებლად ფინანსების მობილიზების საჭიროებით ხსნის.

მისი თქმით, დაფინანსების გარეშე პარტიის დარჩენა მის სრულ ლიკვიდაციას ნიშნავს:

“ძვირფასო მეგობრებო და ამომრჩევლებო, პარტიებმა (ჯერჯერობით 9 პარტიამ) 2 -3 დღე დარჩა განცხადებამდე , 9 პარტიამ განაცხადა, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ და მასში შემავალმა პარტიებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ , მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპულმა საქართველომ, ევროპულმა დემოკრატებმა, სტრატეგია აღმაშენებელმა განაცხადა დაფინანსების შესახებ, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ. ვფიქრობ ბევრს და ვიფიქრე, რომ იქნებ არ ვარ სწორი რომ ვეთანხმები ამ პარტიების კუთვნილი დაფინანსების მოთხოვნას, საქმე შემდეგშია: ჩვენ უარს ვამბობთ დეპუტატის მანდატზე – ხელფასზე, , ხოლო გარე დაფინანსებაზე პარტიისა (დიდი ხნის ბჭობის , ყოყმანის , პოლემიკის შემდეგ გადავწყვიტეთ განცხადების გაკეთება დაფინანსების მოთხოვნაზე, რატომ?! იმიტომ რომ ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა , ხელისუფლებამ კი გააყალბა ხმები მიიტაცა და ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და ცხადია, არ შევალთ პარლამენტში და ეს რა თქმა უნდა სწორია და უცვლელია, მაგრამ არის ერთი სხვა საკითხი: ახლა ისმის კითხვა რა დააშავა იმ ჩვენმა ამომრჩეველმა , (არ შევდივართ ეს კარგია, ხოლო დაფინანსების არ აღებით) პრაქტიკულად ვუუქმებთ პარტიას და პარტიის პრაქტიკული ლიკვიდაცია ხდება არ დაფინანსებით, რითი შეიძლება ან ახალი არჩევნებისთვის მოემზადო მომავალში, ჩვენ რა შემოწირულობებიც გვქონდა ყველაფერი გახარჯულია ამ არჩევნების დროს, რომელიც ივანიშვილმა გააყალბა ,მეგობრები მეუბნებიან და მართლაც- ივანიშვილსაც ხომ ეს უნდა რომ ლიკვიდაცია მოხდეს ყველა პარტიის- განადგურება! ხომ ასეა? ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე პრაქტიკულად ლიკვიდირებას ვახდენთ ჩვენ თვითონვე საკუთარი პარტიების, ამიტომ წარმოიშვა ეს აზრი – კუთვნილი დაფინანსების აღებისა და რა თქმა უნდა პარლამენტში არ შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ეს თანხა არ უნდა დავუტოვოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას , მაინც “გული მეთანაღრება”, არც დაფინანსება მინდა ამათი და არაფერი( ვიცი რომ “ამათი”ანუ ხელისუფლების არ არის და ეს პარტიების თანხაა , იმ ლეგიტიმურობის გამო რაც ხალხმა მიანიჭა ამ ოპოზიციურ პარტიებს,მაგრამ მაინც) მოკლედ ჯერ კიდევ შეიძლება უარის თქმა, მე დაგპირდით ყველაფერს ვიტყვი მეთქი, ჰოდა , აბა ახლა არ დაიძინოთ და ერთად გადავწყვიტოთ ეგ ამბავი. ვღელავ… ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რას იტყვით”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად