თაკო ჩარკვიანი: ვიტოვებ უფლებას, დავარღვიო კანონი, შემოგიმტვრიოთ კარი და კინწისკვრით გისროლოთ საკანონმდებლო ორგანოდან

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს კვლავ იხილავს საკანონმდებლო ორგანოში, მზად არის, კანონი დაარღვიოს და პარლამენტში შეიჭრას.

როგორც თაკო ჩარკვიანმა “დღის კურიერში” განაცხადა, როცა საქმე ქვეყნის დაცვას ეხება, კანონი მეორეხარისხოვანი ხდება.

“ჩემს ოკუპირებულ სამშობლოში თუ კვლავ დავინახავ, რომ საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში კომუნისტი, ოკუპანტი გავრილოვი ჩასვა ხელისუფლებამ, მე ვიტოვებ უფლებას, დავარღვიო კანონი და შემოგიმტვრიოთ კარი და კინწისკვრით გისროლოთ იმ საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი,”- თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...