თაკო ჩარკვიანი: ვაშაძე მესამე ცენტრზე არჩევნებზეც საუბრობდა, მაგრამ ამომრჩეველი წყვეტს მესამე იქნება თუ მეცხრე

ვაშაძე მესამე ცენტრზე არჩევნებზეც საუბრობდა, მაგრამ ამომრჩეველი წყვეტს მესამე იქნება თუ მეცხრე, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “მთავარი არხის” ეთერში აცხადებს.

კითხვაზე, გიორგი ვაშაძემ დაიწყო საუბარი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე და ამაზე საუბარი არჩევნების პერიოდშიც იყო არჩევნების გვერდის ავლით? – რაზეც გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს:

“სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ ამაზე საუბარი ადრეც იყო არჩევნების დროს და მე ვფიქრობ, რომ არჩევნების დროსაც მოგისმენიათ ეს თქვენ. უბრალოდ, იცით რაშია საქმე? არა მხოლოდ გიორგი, არამედ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ვერ უწევენ ანგარიშს იმას, რომ მესამე ცენტრი ერქმევა თუ მეცხრე, ამას პრინციპულობის მიხედვით შექმნის ამომრჩეველი.

მომიტევოს ყველამ, პირველ რიგში კი გიორგიმ, რომ ამ ხელმოწერით ოპოზიციამ არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე თუ ვინმეს პრეტენზია შეიძლება ჰქნდეს ეს მელიაა, რომელმაც გაყალბების პირობებშიც კი მოიგო გლდანში არჩევნები. მოსწონს თუ არა ვინმეს, 27%-იანი “ნაცმოძრაობის” ინტერესები გასათვალისწინებელია. ამ ჯიბრში საქართველოს ინტერესები იკარგება”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...