თაკო ჩარკვიანი: უნდა შევეჩვიოთ თურმე XXI საუკუნეში, რომ სულ ყალბდებოდა არჩევნები

ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა, “რეაქციაში” განაცხადა.

“რა არის ის გარანტი რაც შექმნის ხალხისთვის მსახურ მთავრობას? არაფერი. რეფორმირებული სამართლებრივი სისტემის გარდა გარანტია არ არსებობს.რომელიც უნდა შექმნას კოალიციურმა მთავრობამ. რევოლუციას კი არ ვაანონსებთ, სოციალურად უჭირს ქვეყანას.

ეს ბიჭები რაზეც ოცნებობდნენ იშენებენ იმ სასახლეებს. აიპრები და სიპები მიბმულია სამინისტროებთან, გაედინება ბიუჯეტის ხალხის თანხა, ადამიანების თანხა მოხუცის და პენსიონერის თანხა პირდაპირ ჯიბეში აქვთ ჩადებული.

შემზარავმა ფრაზამ გაიჟღერა, ასე სულ ყალბდებოდა არჩევნებიო. წარმოგიდგენიათ? რას უნდა შევეჩვიოთ თურმე XXI საუკუნეში, რომ სულ ყალბდებოდა არჩევნები”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად