თაკო ჩარკვიანი: უნდა გადადგეს მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია

ასე გამოეხმაურა პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი პანკისის ხეობაში დღეს მომხდარ ფაქტს. 

„ეს უკვე შემდგარი ძალადობრივი აქტია რაც მოხდა პანკისის ხეობაში. უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან  საქმეთა მინისტრი. უნდა დადგეს პრემიერ-მინისტრის და შინაგან  საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს, დღეს რაც მოხდა, ეს არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ჰესების მშენებლობას უკავშირდება. მე ვფიქრობ დღეს ამას გამოცდილი პოლიტიკოსობა არ სჭირდება, რომ მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი დღეს რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. მთელი დღის განმავლობაში ოპოზიცია ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, განზრახ. ყოველ წამს ჩვენ ვიყავით რა თქმა უნდა საქმის კურსში.

ჩვენ გვქონდა დილიდან სასტიკი ინფორმაციები. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ევროპაში დადგეს, რომ საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა და იზოლირებაში მოხვდეს ეს ქვეყანა და ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდეთ რუსეთთან. ალბათ გონებასუსტი უნდა იყოს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც გააკეთებს იმას, რაც დღეს გააკეთეს. ასეთი ცხელ წერტილში რომელზეც თვალი უჭირავს დიდი ხანია ჩრდილოელ “მეზობელს”, შეიყვან ამ მშვიდ, ძალიან კეთილგონიერ ხალხში რომელიც მოთმინებით უყურებს თავისი თანამემამულის მაჩალიკაშვილის წვალებას, ძალიან კანონმორჩილად, უხმოდ იტანს ამ ყველაფერს. მაშასადამე ეს ხელოვნურად სჭირდებოდა მავანთა კლანს, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესს უკავშირდება. ბიზნესი კი არა, ქვეყანა დაგვრჩება შორს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ,  პანკისის ხეობაში 12 ადგილობრივი და 15 სპეცრაზმელი დაშავდა, აქედან 8 პოლიციელი კლინიკაში იმყოფება 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...