თაკო ჩარკვიანი: თუ “ნაცმოძრაობა”კიდევ არ მოვა შეხვედრაზე, ეს ნიშნავს დაშლას

რა სახით გამოვა გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ჯერჯერობით უცნობია. უკვე მერამდენედ შეხვედრაზე არ მივიდა „ნაცმოძრობა“, რის გამო ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ვერ შედგა. თუმცა, საუბრობენ იმაზეც ,რომ შესაძლოა პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დატოვოს და ცალკე მიიღოს მონაწილოება.

პარტია “კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ “ნაცმოძრაობა” ისევ არ მოვა შეხვედრაზე, ეს ნიშნავს გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას.

“ჩვენ გვთხოვეს დრო. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დრო მოითხოვა . უკვე მერამდენედ, მივალთ – ვერ მოდიან. ამას ცუად არ ვამბობ. ალბათ ვერ ჩამოყალიბდნენ. დრო მართლაც გადის და საბოლოოდ ვთქვით ჩვენ, რომ თუ კიდევ არ მოვლენ, ეს აბსოლუტურად ნიშნავს დაშლას“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა აჭარის ტელევიზის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად