თაკო ჩარკვიანი: თუ “ძალა ერთობაშია” დაიშლება, მე და გიორგი ვაშაძე ვიფიქრებთ ბლოკზე

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს დატოვეს, „ახალი საქართველოს“ ლიდერთან ერთად ბლოკს შექმნის, რითიც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

“რა თქმა უნდა, სავარაუდოდ მე და გიორგი ვაშაძე ვფიქრობთ ბლოკზე. მაგრამ, ვერ გეტყვით რომ მხარდაჭერა არ მექნება „ნაციონალური მოძრაობის“.
მაქვს ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ ნაცმოძრაობის, თქვენ წარმოიდგინეთ, თამარ ჩარკვიანს „ძალა ერთობაშია“-ს ამომრჩეველი ელოდება. ის ამომრჩეველი, რომელმაც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არ მისცეს ხმა, არამედ 900 000-იანი ამომრჩეველია. და იმ ამომრჩეველს ველოდებით და ვარ პასუხისმგებელი. მე მათ ვერ ვუღალატებ. „ძალა ერთობაშია“ – ს ამომრჩეველი არ არის მხოლო “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი.
თუ “ნაციონალური მოძრაობა” თავიანთი პრობლემის გამო, ვერ მოხდება და მაინც დაიშლება ეს ერთობა, ალბათ მე და გიორგი ვაშაძე, ისევ ერთგულები დასავლეთის და მიხეილ სააკაშვილის რეფორმებისა, ძალა ერთობაშია“- ს ამომრჩეველთან ერთად მივალთ ოქტომბრამდე პატიოსნად და პარტნიორების პატივისცემით და არა ლანძღვით.
ლანძღვა მე ვიცი რუსეთის და ბურჯანაძის ვექტორის”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად