თაკო ჩარკვიანი: ჭკვიანი ხელისუფალი იტყოდა, არ ვნიშნავ ვადამდელს, მაგრამ სამართლებრივ რეფორმებს ვაკეთებო

“ქუჩა ერთადერთი ბერკეტია და ხელისუფლება ძალიან დიდ დისკომფორტს მხოლოდ ამ დროს გრძნობს. ფიქრობთ, რომ ოპოზიცია არ დაიღალა ამდენი წვალებით?!” – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. 

“განა მაკონტროლებელი მექანიზმი არ იყო პარლამენტი, როდესაც გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე სულ მთლად დაგვიწინაურეს?! და როდესაც ვერცერთმა ოპოზიციონერმა შედეგი ვერ დადო.

რა პრიორიტეტები აქვს ოპოზიციას შეცვლილი რეგლამენტით, გარდა იმისა, რომ მოგვყავს მინისტრები, ვუსმენთ და სახლში ვუშვებთ?!

ჭკვიანი ხელისუფალი იცით რას იზამდა? გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ვადამდელ არჩევნებს არ ვნიშნავ, მაგრამ სამართლებრივ რეფორმებს ვაკეთებ, სისტემურ რეფორმებსო”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...