თაკო ჩარკვიანი: საწყალია ხალხი მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არის ძლიერი ოპოზიცია

“საწყალია ხალხი მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არის ძლიერი ოპოზიცია”,-ამის შესახებ, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის” ერთერში საუბრისას განაცხადა.

” თუ არ მოხდა ეროვნული კონსოლიდაცია ერთი ქუდის ქვეშ, იმ ერთ ქუდს არ ვიცი რას დავარქმევთ მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ერთ ქუდს პირდაპირ ვამბობ არ ერქმევა “ნანიონალური მოძრაობის” ქუდი.

ამაზე “ნაციონალები” თანახმები არიან. თამამად ვსაუბრობ ამას!. მათ იციან რომ გარანტირებულად დავუდექი გაერთიანებულ ოპოზიციაის არჩევნებზე, რათა დაგაგვერჩინა და ძლიერი ოპოზიცია ყოფილიყო. საწყალია ხალხი მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არის ძლიერი ოპოზიცია.

ახლა, ყვეალფერს აქვს თავის დრო. ახლა რომ ცალკე ქუდით გავიდეს “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გავა. ეს არავის არ უნდა ეწყონოს. თუ კიდევ ერთად იქნება, ეს იქნება პარიტეტული-კოალიციური მთავრობა, რომელსაც ხალხს დავპირდით იქ იქნებიან “ნაციონალები”, ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ იმ პერიოდის შეცდომები და ჩვენ ყველას ასევე გაზარებული გვაქვს აღმშენებლობები. აი მაშინ მივიღებთ შედეგს.”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად