თაკო ჩარკვიანი: სათავეშია რუსული ფეოდალური მმართველი და ქვეყანა ჩამოშალა ხალხო!

“ეს არ არის ის, რომ ჯანდაცვის რგოლი ჩამოიშალა. ეს არის “ც” – ერთი რგოლი. ქვეყანა ჩამოშალა კაცმა ხალხო! – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 3 თვეში სხვა სფეროებშიც იგივე დაგვემართება, რაც დღეს ჯანდაცვის სფეროში ხდება.

“ეს არ არის ის, რომ ჯანდაცვის რგოლი ჩამოიშალა. ეს არის “ც” – ერთი რგოლი. ქვეყანა ჩამოშალა კაცმა ხალხო! სათავეში არის რუსული ფეოდალური მმართველი. ეს იცის მან. მეტი არ იცის. ზუსტად იგივე დაგვემართება სამ თვეში სხვა სფეროში, გადაასწორებს ქვეყანას მიწასთან. მან ეს იცის. საქართველო სად არისო და ჩემი სოციუმიდან ბევრი ნაგვის ურნაშია ჩაყუდებული და საკვებს ეძებს. ოღონდ პირდაპირი გაგებით. მე პირადად არ მეგონა ეგეთ საქართველოს თუ მოვესწრებოდი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ასეთები ყოველთვის იყვნენ, – პასუხობს, რომ განსაკუთრებული ვითარებაა ახლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად