თაკო ჩარკვიანი: საბურთალოს რაიონში უგანათლებულესი და უდახვეწილესი ქალაქელები არიან (ვიდეო)

„სტრატეგია აღმაშენებელი“-ს საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი, „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საბურთალოს რაიონში სუსტი კანდიდატია და მოგების შანსი „ლელო საქართველოს“ კანდიდატ ბადრი ჯაფარიძეს აქვს.

„მე არ ვაპირებ კანდიდატურის მოხსნას, როგორ ვუმტყუნებ „სტრატეგია აღმაშენებელს“? მე დაწყებული მაქვს საარჩევნო კამპანია. საბურთალოს რაიონში უგანათლებულესი და უდახვეწილესი ქალაქელები არიან. მე პოლიტიკურად ვსაუბრობ, მე პიროვნულად ოქრუაშვილს არ ვეხები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ტვპირველთან“.

ცნობისთვის, საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში – ზურაბ ჯაფარიძე    ხოლო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭირა მხარი, საბურთალოზე კი კანდიდატი არ დააყენა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად