თაკო ჩარკვიანი: სააკაშვილს ვუსურვებდი სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა, არა შავ-თეთრ, არამედ ფერად ამომრჩეველთან

პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა თვისი განცხადებით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძლიერი რეფორმატორი, თუმცა დიდი რეფორმების პარალელურად მისი მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში იყო უამრავი შეცდომა.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო პოლიტიკური შეცდომა. ნიჭიერი ადამიანია მიხეილ სააკაშვილი და ნიჭიერ ადამიანებსაც მოსდით შეცდომა. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ძლიერი რეფორმატორი, თუმცა ამ დიდი რეფორმების პარალელურად პენიტენციურ სისტემაში იყო უამრავი პრობლემა, რის გამოც ვიყავი მე ოპოზიციაში. სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ხალხი და ამომრჩეველი ნამდვილად არ არის შავ-თეთრი.

მინდა ვუთხრა სააკაშვილს, პარლამენტში ოქტომბერში დასავლურ ვექტორს ერთმანეთის ხმები დასჭირდება, ამიტომ კინკლაობის გარეშე უნდა გავიაროთ ეს გზა. მე მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებდი სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა არა შავ-თეთრ ამომრჩეველთან, არამედ ფერად ამომრჩეველთან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.

„ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად