თაკო ჩარკვიანი: სააკაშვილის ჩამოსვლის მომხრეთა რაოდენობა 76 000 ადამიანს გადასცდა

სააკაშვილის ჩამოსვლის მომხრეთა რაოდენობა 76 000-ს ადამიანს გადასცდა, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

„სააკაშვილის ჩამოსვლის მომხრეების რაოდენობა დღეს 76 000-ს ადამიანს გადასცა. ესაა ონლაინ დარეგისტრირებული პირები. მართლმსაჯულება დღეს პრაქტიკულად ბანდიტურ წარმონაქმნად იქცა. ჩამოსვლის პასუხისმგებლობაზე ეს ადამიანი, ბუნებრივია, თავად იღებს. ჩვენ პასუხისმგებლობაზე იმაზე ვიღებთ, რომ კანონი იქნება დაცული და ამიტომაც წავედით ევროპული კონვენციით. აქ არ არის ჭიდაობაზე საუბარი…

უნდობლობითაა ხალხი „ქართული ოცნების“ მიმართ განმსჭვალული, ასეთი რაოდენობის ხალხი გროვდება და აკეთებს ჯაჭვს. არავის „გაპრავებას“ არ ვაპირებ, მაგრამ მე ვამბობ: ყოფილ პრეზიდენტს იმდენი აქვს გაკეთებული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით, რომ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ძალიან უხერხული მგონია, დღევანდელი ჯოჯოხეთური საქართველოდან, რომ აი, ამ ხალხს გავასამართლებინოთ, თავისი ტყუილ-მართლით, აზელილი ბრალდებებით ყოფილი პრეზიდენტი“, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები
იტვირთება...