თაკო ჩარკვიანი: სააკაშვილი რატომ არ არის პოლიტდევნილი?

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი კითხულობს, რატომ არ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილი?

აღნიშნული კითხვა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“მოკლედ, ყველა პოლიტ დევნილია – კი ბატონო ვეთანხმები!!! და სააკაშვილი რატომ არ არის პოლიტდევნილი???” – დაწერა თაკო ჩარკვიანმა Facebook-ში.

შეგახსენებთ, ოპოზიცია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუას პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდა. ასეთი შინაარსის გზავნილები გაჟღერდა რამდენიმე ევროპარლამენტარის, სენატორისა კონგრესმენის განცხადებებში. საბოლოოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი პოლიტოატიმრები არ არიან. რაც შეეხება გიორგი რურუას, ის პატიმრობაში რჩება. გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიებიც შეცვლის თაობაზე არ გაითვალისწინა და ის პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად