თაკო ჩარკვიანი: რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებისგან გასასამართლებელი სააკაშვილი ვერაფრით ვერ იქნება

ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“უკრაინას უთხრა, რომ სააკაშვილი არ დანიშნო, თორემ შენთან ურთიერთობას გავაფუჭებო, ეს ზუსტად პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. მე არ მომწონს ეს. ოპოზიციიდან ეს გაჟღერდა ბაქრაძისგან, ძალიან არ მომეწონა მისი განცხადება. იგივე გააჟღერა ქალბატონმა ბურჯანაძემ, რომ თურმე ჩვენ ხელისუფლებას პატივს არ სცემენ. პირდაპირ უნისონში არიან ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლებასთან. ამიტომ შემაქვს ეჭვი მათ ობიექტურობაში. მე ვთვლი, რომ ამ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებისგან გასასამართლებელი სააკაშვილი ვერაფრით ვერ იქნება”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად