თაკო ჩარკვიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტს: “ბოლომდე ჩაგყვებით”, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან დედაჩემს და “გიჟს” უწოდებენ 

“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა ინფექციურ საავადმყოფოს პერსონალს მადლობას უხდის, თუმცა ის მწვავედ აკრიტიკებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დედამისია მოთავსებული.

როგორც თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, ვიდეოზე ჩაიწერეს, როგორ უყვირიან დედამისს ექთნები და “გიჟს” უწოდებენ. ჩარკვიანი მიმართავს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე “ბოლომდე ჩაჰყვება”.
“მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში, იცით რომ აქ რემონტი და რაღაც არ არის, მაგრამ უმაგრესი ექიმები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი (ყველა კორპუსში) გარემონტებულში და ურემონტოშიც ექთნები, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან (მარინა ეზუგბაია – აი თქვენ (შენ) გენიოსო მადლობა, ბატონი თენგიზ ცერცვაძე – საოცარი პიროვნება უმაგრესი პროფესიონალი, ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა პირველივე დღეს, კახა ჩომახიძე – უმაგრესი, მარიკა – ექიმი, თამრიკო, საოცარი მზიკო აფხაზავა, ციცო ბოცვაძე, ნინო ახვლედიანი, ნატო ქართველიშვილი, ყველა – ყველა, ვისი გვარიც გავიგე/ყველა ყველა, სასწაული ხალხია.
ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა სასწრაფომ, ხოლო დედა და თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში!
აი, ახლა კარგად მომისმინეთ!!!!!!! რესპუბლიკურის მესვეურნო!!!
გადმომიგზანეს გოგოებმა ფოტოები, ჩემი მოვლილი მოხუცის, რომელიც მანამდე კლინიკა პინეოში იწვა და ასევე მოვლილი და გაკრიალებული ჰყავდათ ანუ პინეოდან სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში, მოვლილი- გაკრიალებული, რისთვისაც მადლობა სანდრო ცისკარიძეს და მის უმაღლეს პროფესიონალიზმს და გუნდს
ახლა რა ხდება სამ დღეში რესპუბლუკურში!
კვება (დილის კვება შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი-შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან ექთნები დედას( რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი). აი, რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას “გიჟს”, ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და ბუნებრივია, კითხვები ჰქონდა და ფორიაქი, ყველანაირი მისი წამალი შევაგზავნე, რასაც სვამს.
ეს რესპუბლიკური ეკუთვინს საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ჰყავს მიშვებული პერსონალი არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე, არიან გამონაკლისი კარგი ექიმები, მაგალითად ნათია ცხაკაია, აბო (გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, მენეჯერი მირანდა კარგი პიროვნება ძალიან), ახლა მივმართავ რესპუბლიკურის ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე “ბოლომდე ჩაგყვებით”), რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ( გედი ფოფხაძეს ვუსმინე გუშინ ასევე რესპუბლიკურისგან- მათი უმსგავსობისგან “გაგიჟებულს”) ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს, (პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით დავით საგანელიძევ, 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ?) ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად