თაკო ჩარკვიანი: რა სისულელე იყო ეს ხუთ კაციანი “შავი სია” ან ვის თავში მოვიდა ეს ყველაფერი?!

ამის შესახებ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

“თუ სისტემას ვებრძვით, სისტემა ყარს თავიდან. ჩემთვის ყოველთვის ლაკმუსის ფურცელია ხალხის აზრი, ორი დღეა, ვაკვირდები და ყოველთვის უტყუარია რეაქცია. რა რეაქციაც ჰქონდა ხალხს, იგივე რეაქცია მქონდა მე. რა სისულელე იყო ეს ხუთ კაციანი სია ან ვის თავში მოვიდა ეს ყველაფერი, მე არ ვიცი. რაიმე შემხები წერტილი არ მაქვს. რის საფუძველზეა, სამართლებრივადაც ვერ დავინახე, პირდაპირ გეტყვით. სამართლებრივადაც საჩოთიროა, რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაპროფესიონალურად გაჟღერდა ეს ყველაფერი, დილეტანტურად. რაღაც სისუფთავე ვერ დავინახე აქ, რაც მაშინებს ხოლმე. პრინციპულობით, ღირებულებებითა და სისუფთავით უნდა მიხვიდე კანონის აღსრულებამდე და თუ ოპოზიციაშიც დაიწყე შენ ის, რომ ამას სისუფთავით არ აკეთებ, მაშინ ჩნდება ხალხში ნიჰილიზმი, შემდეგ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს ბურჯანაძე-ბესელიას გემოვნებით შედგენილი სია. არ მენიშნა ეს ყველაფერი კარგად. იმიტომაც მოხდა ამ მაგიდიდან ჩემი გამიჯვნა. არ მინდა, რომ გარდა პროპურციული სიატემისა, რაღაცებს აცდენოდა ის მაგიდა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

წყარო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად