თაკო ჩარკვიანი: რა მოხდება, თბილისის მერად ერთხელ ქალაქელიც, რომ ავირჩიოთ?!

“მაპატიეთ, ოდესმე იყო ამაზე საუბარი, როდესაც ნარმანია ავირჩიეთ?” – ასე პასუხობს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “მთავარი არხის” ეთერში კითხვას – თქვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თბილისის მერი თბილისელი იყოს?

“თბილისი ძალიან ტოლერანტი ქალაქია და ყოველთვის ვეცით პატივი ჩამოსულ ადამიანებს. იმიტომ, რომ ეს თბილისია. ახლა, რა მოხდება ერთხელ ქალაქელიც რომ ავირჩიოთ. მართლა ხომ არ ვჩაგრავთ ჩვენ თბილისელებს?! ამას ხუმრობით ვამბობ.

ოდესმე ჩემგან მოგისმენიათ? იგივე კახი კალაძის არჩევის დროს? არ იყვნენ თბილისელები ილია, ვაჟა, აკაკი, გალაქტიონი ჭყვიშიდან იყო, თუ ვინმე გენიოსი იყო… მე ასე არ ვაზროვნებ. თბილისელები ვართ და დანაშაული ხომ არ არის? ხომ შეიძლება ერთხელ ჩვენც გვინდოდეს, ჩვენც რაღაცა გავაკეთოთ?! ბევრჯერ ავირჩიეთ და დავთმეთ, მაგრამ რაღაცა პატივი ვერ სცეს ამ ქალაქს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები
იტვირთება...