თაკო ჩარკვიანი: ფსევდო ელისაშვილი დარჩათ იმისთვის, რომ როგორმე დააშანტაჟონ “სტრატეგია აღმაშენებელი”

“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, “ქართული ოცნება” ცდილობს ელისაშვილის გავლით, როგორმე დააშანტაჟოს “სტრატეგია აღმაშენებელი”.

“ვიქონიოთ სინდისი და ელისაშვილისნაირ უპრინციპო და ცილისმწამებელ თაღლით ადამიანებს ნუ გავალანძღინებთ იმხელა პოლიტიკოსებს, როგორიც ვაშაძეა. ამხელა არჩევნები გავიარეთ, ეს ხომ გამოკვეთილად “ქართული ოცნების” სიბინძურეა. ფსევდო ელისაშვილი დარჩათ იმისთვის, რომ როგორმე დააშანტაჟონ “სტრატეგია აღმაშენებელი” უბრალოდ, უნდა იცნობდნენ გიორგი ვაშაძეს, რომ იცოდნენ, მას ვერავინ ვერაფერს აიძულებს,”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერზე, შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება.

“მოქალაქეების” დამფუძნებელმა ეს ინფორმაცია გააავრცელა მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძისგან მიიღო ოფიციალური უარი შიდა კონსულტაციებში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელს” რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია, დღეს კი უარი “გირჩისა” და “მოქალაქეებისთვის” იყო მოულოდნელი.

“ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ძალიან კმაყოფილი და მონდომებული ასეთი შეხვედრა გამართულიყო. ეს ვიცოდით ორი დღით ადრე, მე ვამბობ ახლა ვახო მეგრელიშვილის სიტყვებს. ძალიან დიდი კმაყოფილება გამოთქვა გიორგი ვაშაძემ.

ამ ორ დღეში რა მოხდა მის თავს, არ ვიცი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს, ამ შანტაჟს ეწევიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, არ ვიცი მე იაგოს სიტყვებს ვიმეორებ. შესაძლოა, იყოს შანტაჟი, მათ შორის, მოყვნენ ყოფილი თანაგუნდელები ვაშაძე და სხვები, ეს ნამდვილად არ ვიცი,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად