თაკო ჩარკვიანი: ფინალია ბატონო ბიძინა, გეფიცებით, გარეთ ყოფნა შეგვზიზღდება თქვენს ხელში

ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

“თუ დააკავეს ნიკა გვარამია ის იქნება პოლიტკური პატიმარი. მე არ ვიცი. კომუნისტებს არ აწყობდათ პოლიტიკური პატიმრები და ამათ რატომ აწყობთ?!

მე შევიტყვე რომ ამ გაჭირვების ჟამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები მიიტაცა,ზღვა შეჰყავს სახლში. მე მგონი, რომ ეს ფინალია. გეფიცებით, გარეთ ყოფნა შეგვეზიზღება, შეგვრცხვება, მერე იჯექით მანქურთებთან ერთად, მოვა ახალგაზრდა მთავრობა და კინწისკვრით გაგყრით,“ -ამბობს ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...