თაკო ჩარკვიანი: პარტია “საქართველოსთვის” კი არა , ეს არის პარტია პუტინ-ივანიშვილისთვის!

“ყოფილი პირველი პირი პრემიერი გახარია ტვ პირველის ეთერში ზის და ამტკიცებს , რომ ” ეს ადამიანი -ივანიშვილი წავიდა , ბევრი კარგი გააკეთა და წავიდაო ” მე ასე ვიციო….” – ასე ეხმაურება პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პარტია “საქართველოს”, თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს.

“კი ,მაგრამ 20 ივნისს გახარიამ თვალები რომ დაგვთხარა და მერე დააწინაურეს და პირველი პირი იყო ქვეყნის , მან ასე თქვა “თანამდებობიდან იმიტომ წავედი, რომ არაფრის კეთების საშუალებას არ მაძლევდნენო , რომ ვნახე წავედიო “!!!!!!!!

ვაახ, რა ამაზრზენია უტიფარი, ცრუ პოლიტიკოსის მოსმენა!!!! აბა მაშინ ვინ გიშლიდათ?????პირველი პირი იყავი შე დალოცვილო ქვეყნის პრემიერი იყავი და ვინ გიშლიდა?! გახარიას თქმით ივანიშვილი ” თურმე პატიოსნად” წასულა პოლიტიკიდან და აბა მაშინ ვინ უშლიდა ხელს ამ კაცს ხომ ვერ მეტყვის ვინმე?!

მოკლედ ერთხელ უკვე პირველ პირად -პრემიერად ნამყოფი , სერიოზულ კორუფციულ სქემებში გახლართული გახარია-თვალებისდამთხრელი , “ვინოვნიკ-ჩინოვნიკი” ,დიდი სირცხვილია რომ კენჭს იყრის თბილისის მერად – ჩვენი დიდი სირცხვილია!✌️და კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფრაზა მოვისმინე , საშიში ფრაზა-ვციტირებ გახარიას სიტყვებს: ” ამ ქვეყანას არ აქვს ბუნებრივი რესურსები”- აი ეს , ის საშიში ფრაზა” რასაც რუსეთი მუდამ გვიკიჟინებდა!!!!!!!!!! ბატონებო საქართველოს აქვს ბუნებრივი რესურსი თუ აქვს, ჩვენ მთავრობა გვინდა, რომელიც საქართველოს უდიდეს ბუნებივ რესურს ხედავს და გამოიყენებს ქვეყნის განვითარებისთვის!
სირცხვილია ბიძინას ფეიკი პარტია ვერ გამოიცნო!!!!!პარტია “საქართველოსთვის” კი არა , ეს არის პარტია პუტინ-ივანიშვილისთვის!” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები
იტვირთება...