თაკო ჩარკვიანი: პარლამენტის დაფინანსებაზე უარს ვამბობ

მე დრო ავიღე, რადგან ჩემი აზრით უმცირესობაში აღმოვჩნდი. ის რომ, პარლამენტის დაფინანსებაზე უარს ვამბობ – სარგებელსა და ხელფასზე, აქ ორი აზრი არ არის და ეს უცვლელია. პარლამენტში არ შესვლა და პარლამენტარის ყველანაირ სარგებელზე საუბარი ზედმეტია. – ამის შესახებ “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

“გარე დაფინანსებამ გამოიწვია ძალიან დიდი დისკომფორტი. თქვენ ალბათ ნახეთ, მე განზრახ დავდე სტატუსი ძალიან გახმაურდა ეს სტატუსი, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენს ამომრჩეველზე. მათ გვითხრეს, ჩვენ რა დაგიშავეთ, ჩვენ ამოგირჩიეთ თქვენ, გააყალბა ხელისუფლებამ, რაღაც მანდატი ხომ გიჭირავთ ხელში იმ გაყალბებულშიც კი, ჩვენ რა დაგიშავეთ იმითი, რომ საერთოდ იუქმებთ და ჩვენს არჩევანს არ სცემთ პატივს. ამას გვეუბნება ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი, რადგან აბსოლუტურად ლიკვიდაციაზე წავა პარტიები.

მე ერთადერთი, რაც შემიძლია და ამას უპირობოდ ვაკეთებ – პარლამენტარის დაფინანსებაზე, ყველანაირ სარგებელზე მოქალაქე თამარ ჩარკვიანი ცხადია, უარს ვამბობ. დარჩება პარტიული გარე დაფინანსება, ვინაიდან ამომრჩევლის დაფინანსებულია ოპოზიციური პარტიები, რათა დემოკრატიულად იარსებონ ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა. ჩვენ თუ გავანადგურეთ, რუსეთსაც ეგ უნდა და ხელისუფლებასაც, რომ არ იარსებოს განსხვავებულმა აზრმა. ასე რომ, ალბათ ჩემი აზრი, რომელიც უმცირესობაში აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ აგვეღო აბსოლუტურად, უმცირესობაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ვენდობი ამომრჩეველსაც, პარტიულ აქტივსაც, რომელიც გარე დაფინანსებაზე დათანხმდება, ხოლო საპარლამენტოზე – არა“, – განაცხადა თაკოა ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად