თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას: “ხვრელებით” სავსე დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ მელია ციხეში ჩატოვეთ

“ხვრელებით “სავსე დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ მელია ციხეში ჩატოვეთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ყოფილი წევრი, “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

“აი მართლა რას , როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?!

ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, რომ “თვალებისდამთხრელებსაც” შეეხებოდათ ამნისტია!!!!!!!!!
დროზეადრე-ნაადრევად , ხარვეზებით და “ხვრელებით “სავსე , არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპიზიციონერი ციხეში ჩატოვეთ, ისე რომ არც კი გცოდნიათ თურმე რას აწერდით ხელს, რადგან მშვენივრად იცოდით რომ ამნისტიას, რომელიც “თვალებისდამთხრელებს” შეეხება ხალხი და თავად დაჭერილი პოლიტიკოსი მელია არ დათანხმდება (ამ თქვენმა უპრინციპო და ნაადრევმა მოქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს) რომ “შევარდნილიყავით”. ეს ხომ ზუსტად იცოდით, როგორ “მოგეხერხებინათ”, ისედაც ფაქტიურად იშლება მარტივმამრავლებად ეს ” რუსული ოცნება”და თქვენ ჩამოშლილ კედლებს, თქვენი ანგარებიანი გათვლით და კონფორმიზმით გასამაგრებლად ამოუდექით, უბრალოდ ერთი ვერ გათვალეთ ბატონო კოლეგებო, ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა და მათთან ერთად ჩამოიშლება!პოლიტიკა, ღირებულებების, კანონი, სამართლის და სწორად პოლიტიკური დროის აღქმაა, მოლაპარაკების მაგიდასთნ, რომ ზიხარ ცოტა მეტი რომ უნდა წამოიღო შენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის ის არის და არა მხოლოდ “კომპრომისების ხელოვნება”, (თან კომპრომისსაც გააჩნია) რომელსაც კვლავ საკუთარი კეთილდღეობისთვის გეგმავთ -დაგეგმეთ და არა ამ ქვეყნისთვის!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...