თაკო ჩარკვიანი: ოჰ, ეს სააკაშვილი, არ გადარია და აყირავა “კონკურენტები?! აი მართლა ყოჩაღ!

“ოჰ ეს სააკაშვილი არ გადარია და აყირავა “კონკურენტები”. აი მართლა ყოჩაღ”, – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.

მისი თქმით, ბოკერიას “ევროპელობა” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ბოკერია პოლიტმეტრში საუბრობს: ბევრმა შეიცვალა აზრი და იქნებ ბურჯანაძემაც შეიცვალოსო! არ ვიცოდი თუ მტერთან თანამშრომლობას-გარიგებას აზრის შეცვლა შეიძლება ვუწოდოთ, აზრი მართლა შეიძლება პოლიტიკოსსზე შეიცვალო ადამიანმა, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში, (გუშინ და დღეს) პუტინის – ოკუპანტის მომხრე რომ ხარ ამას ლექსიკონში სხვა და გამოკვეთილი სახელი ჰქვია!!!

ისე კითხვა გამიჩნდა ლეგიტიმური: თუ ეს რაც თქვა, შესაძლებელია ბოკერიას აზრით, მაშინ ეგებ ბოკერიამაც შეიცვალა აზრი და ევროპის მომხრე აღარ არის? (კითხვა ლოგიკური და ლეგიტიმურია). მოკლედ ბევრ ადამიანზე შეიძლება შეგეცვალის აზრი, მაგრამ ერთი ვიცი – მე არ შემვცვლია აზრი გიგა ბოკერიაზე, რა აზრიც მქონდა ოპოზიციაში რომ ვიყავი – ის აზრი მაქვს, ეს ზუსტად ვიცი, მთავარია ახლა დილამდე მამლის ყივილამდე , სულ მთლად არ გაცამტვერდეს “ევროპელი”. ოჰ ეს სააკაშვილი არ გადარია და აყირავა “კონკურენტები”. აი მართლა ყოჩაღ”, – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად