თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: ამ პოლიტიკანის რეაბილიტაციას როგორ ბედავთ?!

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:

“ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ და ვეკითხები ყოფილი ხელისუფლების, ანუ ნაციონალების მაშინდელ ლიდერებს და თანამდებობის პირებს – ეს ჩანაწერი თქვენ გააყალბეთ და ფალსიფიცირებულია??? თუ ასეა თქვენ უნდა აგოთ პასუხი (რაც ვიცით, რომ ფალსიფიცირებული არ არის და ნამდვილია და არ არის გაყალბებული) თუ არა და, როგორ ბედავთ “ზოგიერთები” აი ამ პოლიტიკანის ” რეაბილიტაციას”, როგორ ბედავთ ,სამოქალაქო ომის და 500 კაცის დახოცვის და გრუს ჯარების შემოყვანის მოსურნეებთან კოლაბორაციონალიზმს! შეწყვიტეთ ეს წარმოუდგენელი სიბინძურე!” – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში და თან “ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის ანზორ ბიწაძის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც შსს-მ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს გამოაქვეყნა.

ჩანაწერს ნინო ბურჯანაძემ ფალსიფიცირებული უწოდა. მისი აუთენტურობა-ფალსიფიცირების საკითხი დღემდე არ არის დადგენილი. ჩანაწერში კი საუბარი სამოქალაქო ომზე და მაშინდელი ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად