თაკო ჩარკვიანი: “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იმიტომ მივიდა ამდენი ხალხი, რომ ხელისუფლება არის ტოქსიკური

“გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იმიტომ მივიდა ამდენი ხალხი, რომ ხელისუფლება არის ტოქსიკური”.

ამის შესახებ პოლტიკური გაერთიანება “სტრატეგოა აღმაშენებელის” წერვმა, საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა თაკო ჩარკვიანმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” განაცხადა.

“გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იმიტომ მივიდა ამდენი ხალხი, რომ ხელისუფლება არის ტოქსიკური. მე მგონია, რომ კიდევ უფრო დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე, არამხოლოდ უნიათობასთან არის აქ საქმე. ანტიკრიზისული გეგმა, რომ წარმოადგინო, გაწერილი უნდა წარმოადგინო ფინანსები. შესაბამისად, ჩვენ ჩავიხედავდით რა მდგომარეობა იყო ფინანსებში. მე მაინც მგონია, რომ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. სად წავიდა ის ვალი და მიზანმიმართულად იყო თუ არა ხარჯვა, ზუსტად ამას ვნახავდით, ამიტომ მხოლოდ უნიათოები არ არიან, მგონია, რომ ძალიან კარგად გამოცდილი პროფესიონალი თაღლითები არიან, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ: 16 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ბათუმის ბულვარში მაჟორიტარობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინეს. აქციაზე მისულ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად