თაკო ჩარკვიანი: ნათია მეზვრიშვილი არის რუსეთის პარტიის წევრი და მიპრავებს რუსეთს (ვიდეო)

“კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანმა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრ ნათია მეზვრიშვილის რუსეთის პარტიის წევრი უწოდა.

“ეს მეზვრიშვილი კი არა არის, ეს არის რუსეში პარტიის წევრი და მიპრავებს რუსეთს. აქ არაფერ შუაშია ნათია, არც პეტრე და არც ივანე, რუსეთ-საქართველოს ომია.
არჩევანი არის ასეთი – ნიკა მელია ხომ არ არის სისხლში გათხვრილი?! ან თინა ბოკუჩავა ხომ არ არის სისხლში გათხვრილი?! ან თამარ ჩარკვიანი ხომ არ არის სისხლში გათხვრილი?!
უნდა მივიდეს ამომრჩეველი, მოახერხა ოპოზიციამ, რაღაცა კოალიცია შევქმენით.
ამომრჩეველო უნდა მივიდეს და ხმა მისცეს არა 20 ივნისის თვალების დამთხრელს, რომელსაც პასუხისმგებლობა არ აუღია არაფერზე! არა 5 ივნისის ჩამდენ ღარიბაშვილს, არამედ კოალიციას.
ფრთხილად ისაუბრეთ როცა საქმე საქართველოს ეხება, რუსეთ- საქართველოს ომია, თვენი თამაშ-თამაშებისთვის, თქვენი რუსი მოქალაქის და პატრონის, შემოყვანისთვის, ბიძინა ივანიშვილის შემოყვანის ველზე არავის სცალია.

ნათიას არავინ ესხმის თავს, ჩვენ თავს ვესხმით პარტია „საქართველოსთვის“ , რომელიც ფეი პარტიაა შემოგდებული რუსული ველიდან, რომ კიდევ რუსულ ორბიტაზე შეათრიონ ჩვენი ქვეყანა. ამას არ დაუშვებს ქვეყანა.
თქვენ ლიდერს ჯერ პასუხი უნდა ეგო კოვიდის დროს გატანილ მილიონებზე – პასუხი არ აგო. თვალების დამთხრელი ადამიანი, რომელმაც პასუხი არ აგო. არ ეყო ბიძინ ივანიშვილს თანამდებობა რომ თქვენს ლიდერს არ მოსთხოვა პასუხი?! რატომ არ მოსთხოვა?! – იმიტომ რომ ერთად არიან და მათ პატრონი რუსეთში ყავთ.
მე მიხეილ სააკაშვილის დროს ვიყავი ოპოზიციაში. არ გრცხვენიათ, თქვენი სალაპარაკოა ის კაცი სახელმწიფო ვინც შექმნა?! მე მასწავლით რა სამართლებრივი დარღვევები იყო იმ პერიოდში? მაგრამ მან შექმნა სახელმწიფო და მოიყოლა ნაცმოძრაობა, რადგან ვერ მოახერხე სამართლებრივი რეფორმების გაკეთება.” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები
იტვირთება...