თაკო ჩარკვიანი: ნაადრევი ზეიმი არასწორია, ბიულეტენებსაც იპარავდნენ, მაგრამ რუსი ოლიგარქი დარჩა

ნაადრევი ზეიმი არასწორია, ბიულეტენებსაც იპარავდნენ, მაგრამ რუსი ოლიგარქი დარჩა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი Facebook-ში წერს:

“მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი: მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას – მადლობთ მეგობრებო, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მიზანი ანუ დეპუტატობა, მადლობა ვინც ხმები მოგვცა. ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება ანუ ოცნება დარჩა, დიახ ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება “მავანი” და ფსევდო ოპოზიციასაც უკეთ დაინახავს.

ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება-თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში-მეთქი , ბევრს არ ესიამოვნა ვერ გაიგეს რატომ ვთქვი. ა ბატონო როგორც ვთქვი ისეა (თავად თქვა ადამიანმა რეალობაა, ამ ეტაპზე ასეა) სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია “ფსევდო ტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ოდნავ განსხვავებული ხედვით “ ჩაქოლვა” არ ასცდება, ჰო და …ა ბატონო , ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ და საჩივრებიც და ვიდეო კადრებიც არის, კი ბატონო ასეა უდავოდ და მაინც ოლიგარქი რუსი ივანიშვილი დარჩა!!!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად