თაკო ჩარკვიანი: მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს, როგორ ვერ მოვუარეთ…

მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს, როგორ ვერ მოვუარეთ, ხალხნო, 30 წელი ჩვენს სამშობლოს. მოვუვლით, დავიბრუნებთ, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.

„ჩვენ კომუნისტების დროს, არ ვლანძღავ, ობიექტურად ვამბობ, მხოლოდ სამშობლო გვქონდა, სახელმწიფო არ გვქონდა. როგორც იქნა, ვეღირსეთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დავიბრუნეთ და დღეს ეს ვიგინდარა ჩვენს სახელმწიფოს ეხება. ქართულ სახელმწიფოებრიობას ვერავინ წაგვართმევს.

მემატიანე ერთ ადგილას წერს, ქართველნი, ახოვანნი, ტანადნი, მამაცნი. ყველა, ვინც დგას, ვინც ვერ მოვიდა, ვისაც საქართველო სტკივა და მისი გამთლიანებისთვის იბრძვის, არის ლამაზი, ტანადი, ახოვანი, თავდადებული. ბიძინა ივანიშვილო, მამულს არ დაგითმობთ. პროპორციულზეც უკან დაიხევ და ვადამდელსაც დანიშნავ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად