თაკო ჩარკვიანი: მეუფე პეტრე ამ სიტუაციისა და ჭორ-მართალი მანქანის მსხვერპლია

იმ ტიპის განცხადებების უპირობო მომხრე ვერ ვიქნები, რომელიც ცილისმწამებლურ ჭორებს ემსგავსება, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

პოლიტიკოსის თქმით, მისთვის ყველაფერი მისაღები იქნებოდა, გარდა იმ ფრაზისა, რომელიც მან თქვა, მაშინ როცა მანქანაში ჯდებოდა. ჩარკვიანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ისიც, როდესაც ის პერსონალიას შეეხო. გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

თაკო ჩარკვიანი: მე არაერთხელ მისაუბრია საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე. ვგულისხმობ გაუკონტროლებელ ფინანსურ თემებს. ვხედავთ ჯიპებს და ერთხელ ეთერში ვიხუმრე, რომ 007-ებით ჯეიმს ბონდებივით დადიან ეს მღვდლები-მეთქი. ყველაფერი გასაგები იქნებოდა მამა პეტრეს განცხადებასთან დაკავშირებით, სანამ ის ჩაჯდებოდა მანქანაში და იმ განცხადებას გააკეთებდა.

_ უკვე მამა პეტრეს ეძახით?

_ არა, მე ასე არ ვიცი ხოლმე ადამიანების ჩაძირვა. მე მამა პეტრეთი მოვიხსენიებდი. თუ თქვენ იფიქრეთ, რომ მეუფეს აღარ ვეძახი, ეს ასე არაა. მეუფე პეტრე… როგორც სამღვდელო პირს, იმიტომ დავუძახე მამა პეტრე.

მის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად ყველაფერი მისაღები იქნებოდა, გარდა იმ ფრაზისა, რომელიც მან თქვა, მაშინ როცა მანქანაში ჯდებოდა. ჩემს პარტიას „კანონი და სამართალი“ ჰქვია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები უპირობო მომხრე იმ ტიპის განცხადებებისა, რომელიც ემსგავსება ცილისმწამებლურ ჭორებს.

_ „მამათმავალი“ რომ უწოდა?

_ დიახ. ამასთანავე როდესაც ის შეეხო პერსონალიას…

_ მან ეს პატრიარქზე თქვა? ასე გაიგეთ?

_ მგონი ღიად თქვა. სინოდის თავმჯდომარეო თქვა.

ამ შემთხვევაში როცა ამაზე გადადიხარ გჭირდება მტკიცებულება. ყველაფერი მტკიცებულების გარეშე არის ცილისწამება. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ასეა. რა თქმა უნდა, პრობლემები არის და ეკლესია ამისგან უნდა გათავისუფლდეს.

მე მეუფე პეტრე მგონია ამ ყველაფრის მსხვერპლი. ის არის სიტუაციისა და ჭორ-მართალი მანქანის მსხვერპლი. ახლანდელი სიტუაცია  ძალიან მაგონებს 90-იანი წლების მანქანას.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად