თაკო ჩარკვიანი: მეგობრებო, მოგვწონს ერთმანეთი თუ არა, ოლიგარქმა ივანიშვილმა უნდა დატოვოს საქართველო!

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“საკვირველია იმ ადამიანისგან დამაწყნარებლებზე საუბარი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მარიხუანის პლანტაციებს და ქარხნებს სთავაზობდა საზოგადოებას, პირდაპირი მნიშვნელობით.

მე პირადად მინდა ყველას შევახსენო ერთი დაუწერელი კანონი, ევროპაშიც და ყველაგან. ეს არის ის, რომ ნებისმიერი კრიზისის დროს პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეკისრება ხელისუფლებას. გუშინ ადამიანი იჯდა ეთერში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოლიგარქი მოვაშორო ახალ თაობას. მეგობრებო, მოგვწონს ერთმანეთი თუ არ მოგვწონს, ამ ოლიგარქმა ჩვენი სახელმწიფო უნდა დატოვოს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად