თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეს: თავად არც ბათუმი აგიშენებია, არც ბორჯომი და მარტო გაცემული გაქვს რუსებზე (ვიდეო)

პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქაღტველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან შედარების გამო გააკრიტიკა.

“მე ძალიან ვუფრთხილდები “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობას. მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. მაგრამ, შე დალოცვილო ბათუმში რომ ზიხარ და ამბობ, ერთ ბოლოში იგივეა სააკაშვილი და მეორე ბოლოში ბიძინა ივანიშვილი – ეს ერთიდაიგივეაო, რაღაცნაირად აშენებული ბათუმის უნდა შეგრცხვეს. თავად რომ არ გაგიკეთებია, არ აგიშენებია არც ბორჯომი და არაფერი. მარტო გაცემული რომ გაქვს რუსებზე.

შეცდომები იყო – იყო! აღმშენებლობა იყო – იყო! ამიტომ ნუ  შეადარებ რა – 8 წელიწადია პირბადის საწარმოო ვერ გააკეთა კაცმა და ხეებს დააპროწიალებს.

სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო.  მამუკა ხაზარაძე რომ არ იყო ოპოზიციაში, მაშინ ვიყავი მე ოპოზიციაში. პოლიტიკის გამო ფსკერზე კი არ უნდა დახვიდე“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად