თაკო ჩარკვიანი: ლევან გოგიჩაიშვილი იყო ჩემი წყარო, მე და ჩემს მეუღლეს კოვიდი დაგვიდასტურდა

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრისას აცხადებს.

„გუშინ წინ რომ გამოაცხადეს გოგიჩაიშვილზე, თითქოს თავში ჩაგარტყამენო რაღაცას, ისე იყო, რადგან 2 სექტემბერს გადაცემაში ლევანი იჯდა. რომ მორჩა, გავიდა, მაგრამ მისი მიკროფონი, „პეტლიჩკას“ რომ ვეძახით, მე გამიკეთეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ვირუსი დაუდასუტრდა და ამასთან, მეც ვახველებდი, მივხვდი, რომ ამის გამოა. აი, ასე ჰაერწვეთოვანი შეხება იქვე, ადგილზე არ გვქონია. ის იქითა მხარეს გავიდა, მე აქეთ, მეორე მხრიდან შევდიოდი.

ბოლო სამი დღეა, მახველებს, სიცხე მაქვს 37,2 – 37,3. სიმპტომების გამოვლენისას მეთვითონ მივმართე სპეციალისტებს. 112-ში დავრეკე და ეს ყველაფერი მოვყევი, რომ მე ვარ კონტაქტი გოგიჩაიშვილისა.

დღეს დილით იყო ტესტის პასუხი, მე და ჩემს მეუღლეს დაგვიდგინდა კოვიდ დადებითი. ახლა ველოდებით, რას გვეტყვიან, სად გადაგვიყვანენ. ერთი პრობლემა ისაა, რომ სახლში დედა მყავს 86 წლის, მე და ერთი ქალბატონი ვუვლით მას. მათი პასუხები ჯერ არ ვიცით, ერთადერთი ამაზე ვღელავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად