თაკო ჩარკვიანი: ივანიშვილმა გვითხრა, ეუთო არა, “უთო” გინდათ თქვენო, ჰოდა, ე, “უთო” – ხალხს აუთოვებენ
ივანიშვილმა გვითხრა, ეუთო არა, ?უთო” გინდათ თქვენო, ჰოდა, ე “უთო”, – ასეთი სატირული პოსტით ეხმაურება “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ხობში მომხდარ საზარელ ამბავს.
შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოჯიხევში 2 ნიღბიანი პირი 73 წლის ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ოჯახისგან თანხას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი დააბეს და დააუთოვეს, შემდეგ კი მიიმალნენ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.