თაკო ჩარკვიანი: ის, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერის გარშემო ხდება, იმპერატიული კრეტინიზმია

ის, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერის გარშემო ხდება, იმპერატიული კრეტინიზმია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ როგო აფასებთ იმას, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” გარშემო ხდება”

_ ამასთან დაკავშირებულ ატეხილ აჟიოტაჟზე ისე მეცინება, რომ ვხარხარებ. ვამაყობ იმით, რომ პოეტის შვილი ვარ. ჯანსუღი არის სახალხო პოეტი და ხალხისთვის საყვარელი სტრიქონების ავტორი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვარ „ცისკრის“ რედაქტორის ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი. „ცისკარმა“ 12 წლიანი ეპოქა შექმნა. ეს არის იმ პერიოდის მწერლებისა და პოეტების სიტყვები. ასეთი თამამი ანტისაბჭოთა ნაწარმოებები, რაც „ცისკარში“ იბეჭდებოდა, არცერთ ჟურნალ-გაზეთს არ ახსოვს. იყო ასეთი კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი, რომლის ძალიან ცნობილი წერილი დაიბეჭდა, მაშინ როდესაც „ცისკარში“ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ დაიბეჭდა, რომლის პირველი მკითხველები დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი სიტყვის ფასი არაფერია და ამის ფასი მე ამის ფასი ბავშვობიდანვე ვიცოდი.

_ ის ფაქტი რას ნიშნავს, როდესაც ხელოვნებასაც კი გვიკონტროლებენ?

_ სამარცხვინოა. იმიტომ დავიწყე ასე შორიდან. 1972 წელს ჰქონდა მამაჩემს დაბეჭდილი „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. ერთი თვის შემდეგ დაიბეჭდა, ვის უმიზნებს ტყვიასო. უყურადღებოდა არ დარჩენილა. მაშინ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები რაღაცას და ეს რა არის, როცა 21-ე საუკუნეში აკრძალვა. ეს არის იმპერატიული კრეტინიზმი. ასეთი რაღაცა წლებია არ გამიგია.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად