თაკო ჩარკვიანი: ირაკლი ოქრუაშვილი სუსტი კანდიდატია, მეტი შანსი ბადრი ჯაფარიძეს აქვს

„სტრატეგია აღმაშენებლი“-ს საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი, „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საბურთალოს რაიონში სუსტი კანდიდატია და მოგების შანსი „ლელო საქართველოს“ კანდიდატ ბადრი ჯაფარიძეს აქვს.

„არ მიყვარს ასე საუბარი, ანგარიში გამიწიეს, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს. ფაქტი, რომ  კარგად მოიქცნენ. ეს იყო სწორი.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რაღაც ადამიანურ ნაბიჯებს და ისინი  ვინც მიჯნავენ ამ ყველაფერს პოლიტიკისგან, აი ამ ტიპის პოლიტიკანებს ვერჩი. ნათაღლითარების პოლიტიკაა, შუბლის ძარღვი რომ უნდა გაიწყვიტო, ყველაფერი იკადრო. ამ პოლიტიკანებს ვებრძვი, ზუსტად!

ავიღოთ ბატონი ოქრუაშვილის კანდიდატურა(არ ვსაუბრობ ამას როგორც თამარ ჩარკვიანი. გავწიოთ გვერდით). თუ კი იმ ოფისში გაერთიანებულ ოპოზიციას გამარჯვება სურს და მართლა გამარჯვება სურთ? აი, თბილისში საბურთალოზე კაცს, რომელიც გორში ვერ აყენებს კანდიდატურას, აი საბურთალოს რაიონში, მთელი ობიექტურობით ვამბობ, თქვენ რომ დაიჯეროთ რომ მე ობიექტური ვარ, კონკურენტს დავასახელებ, მაგალითად ბატონ ჯაფარიძეს. რომელსაც იცით, რომ ბანკირებს, რომლებსაც ერთხელ არ უსაუბრიათ რეფორმაზე, როგორ ვაკრიტიკებ. ოქრუაშვილთან შედარებით, რა თქმა უდა აქვს შანსი.

ოქრუაშვილი, ოპოზიცია რომ ხარ და თან გაერთიანებული გქვია, როგორ შეიძლება ისეთი სუსტი კანდიდატი დააყენო?“ – განაცხადა თამარ ჩარკვიანი “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში”.

ცნობისთვის, საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში – ზურაბ ჯაფარიძე    ხოლო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭირა მხარი, საბურთალოზე კი კანდიდატი არ დააყენა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად