თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიაზე: “ხინკალზე დავნიძლავდითო” … ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ

პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “გირჩის” დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა: “მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა”

“ღმერთო ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე ნიძლავის” იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ “ესენი ” ყველანი პარლამენტში” შევლენ თუ არაო , “ესენი” ანუ ნაც მოძრაობა , მე -კანონი და სამართალი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტები,ევროპული, ელენე ხოშტარია.
“ხინკალზე დავნიძლავდითო” თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ( გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი)😅 ღმერთო რა, ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია. ……..თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი” -წერს თაკო ჩარკვიანი Facebook– ზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...