თაკო ჩარკვიანი: გენდერულ კვოტირების წაინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ 30 გუგული მაღრაძე არ მინდა

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“დღეს ახლა სისულელეებს ამბობენ, რომ 30 ქალი გვინდა პარლამენტში. არ ვარ წაინააღმდეგი, მაგრამ 30 გუგული მაღრაძე რომ აღმოგვაჩნდეს არ მინდა. ამდენი ხალხის დიეტაზე მზრუნველი გუგული მაღრაძე, თორემ ისე კი არ ვერჩი.

რას ჰქვია ყოველი მეოთხე იყოს სქესით არჩეული. ჩვენ გავიზარდეთ – “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია”. თამარი გვყავდა მეფე. გინდა თუ არა ყოველი მეოთხე მამაკცაი იყოს ან გინდა თუ არა ქალი, ეს არანორმალურობაა. მე მინდა, რომ ყოველი მეოთხე კი, ყოველი მესამე იყოს გონიერი, გულწრფელი და სახელმწიფოზე გადაგებული პიროვნება იყოს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად