თაკო ჩარკვიანი: გამოუშვეს გიორგი ვაშაძე, პროცესი ხვალისთვის გადაიდო

გამოუშვეს გიორგი ვაშაძე, პროცესი ხვალისთვის გადაიდო, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი Facebook-ში წერს:

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ტერიტორიიდან პოლიციამ ასევე გაიყვანა გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე. მანამდე, პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოძრაობას არ აფერხებდა და პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, რატომ აკავებდნენ. ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად