თაკო ჩარკვიანი: გამორიცხეთ, რომ კორონა არ არსებობს! არსებობს და ძალიან მძიმეა, ჯოჯოხეთური ვირუსია!

თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ლაივ ჩართვით საზოგადოებას მის მდგომარეობას აცნობს.

როგორც ის ამბობს, მისი მდგომარეობა უცვლელია. მან აგრეთვე დედამისის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, ასაკთან შესაბამისად, მისი მდგომარეობა გართულებული არ არის.

“უარესად არ ვარ, მაგრამ სისუსტე მაქვს საშინელი. არ მსიამოვნებს ლაპარაკი. ძალიან ყურადღებით არიან, ქალბატონი მარინა [ეზუგბაია], ყველა აბსოლუტურად, ექთნებიდან დაწყებული, ყველაფერს აკეთებენ. ყველაფერი როგორც იტყვიანი ღვთის ნებაა. ვღელავ მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს რომ არ ჩანს გართულება, მის ასაკთან შესაბამისად.
ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო, არავითარი “არ არსებობს” ეს გამორიცხეთ! არსებობს ძალიან მძიმეა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად