თაკო ჩარკვიანი: გახარიას რომ ” გაუვიდა” 20 ივნისის შემდეგ და გახდა პრემიერი, ამიტომაც კიდევ უფრო გათავხედდა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება და მოასვა ქვეყანას ღარიბაშვილი

მრჩება შთაბეჭდილება , რომ ერთ წელიწადში ირაკლი ღარიბაშვილიც შექმნის პარტიას და ოპოზიციას დაირქმევს ” -ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, სადაც პარტია “საქართველოს” წევრის, ნათია მეზვრიშვილის მიერ 5 ივლისის მოვლენებზე გამოთქმულ შეფასებას ეხმაურება.

“ნათია მეზვრიშვილი საუბრობს( გახარიას პარტიის მეზვრიშვილი) ღარიბაშვილის და გომელაურის პასუხსმგებლობაზე ანუ 20 ივნისის შემოქმედნი და “დაწინაურებულნი” ( დათვის ტყვიებით ხალხს თვალები რომ დათხარეს ) “ისინი” საუბრობენ 5 ივლისის შემქმნელ და შემოქმედ ხელისუფლებაზე😂
სანამ არ მივხვდებით , რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ – ხალხი უნდა ვსაუბრობდეთ ” ამათ” პასუხისმგბლობაზე ანუ ღარიბაშვილის და გახარიას პასუხისმგებლობაზე, მანამდე არაფერი გვეშველება!!!!!!!! აი, იმას ანუ გახარიას რომ ” გაუვიდა” 20 ივნისის შემდეგ, რომ დააწინაურეს და პირველი პირი გახდა ქვეყანაში- პრემიერი…… ამიტომაც კიდევ უფრო გათავხედდა ეს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება და მოასვა ქვეყანას ღარიბაშვილი!!!!!!!!! ორმაგი სტანდარტი დაღუპავს ამ სახელმწიფოს !!!!!!!! მრჩება შთაბეჭდილება , რომ ერთ წელიწადში ირაკლი ღარიბაშვილიც შექმნის პარტიას და ოპოზიციას დაირქმევს და იმ დროისთვის ალბათ , აუცრელობის გამო კოვიდით დახოცილი და განახევრებული საქართველო თვალებდათხრილი ადამიანებით , სასიკვდილოდ ნაცემი ჟურნალისტებით და თავგაჩეხილი დეპუტატებით “კალინკას” იცეკვებს კალაძის ჩამოტანილი მილიონიანი ნაძვის ხის გარშემო!😂კონსტრუქციულ ოპოზიციაში კი კვლავ პრემიერობაზე და კვოტებზე მეოცნებეთა განხილვა და საერთაშორისო კეკლუცი იქნება “ბანტებით”!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები
იტვირთება...