თაკო ჩარკვიანი “ძალა ერთობაშია”-ს: ენზელ მკოიანთან მიერთებაც ხომ არ სჭირდება საქმეს? 

ენზელ მკოიანთან მიერთებაც ხომ არ სჭირდება საქმეს? 2018 წელს მე სხვა ღირებულებებით შემოვედი, – ასე მიმართავს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გაერთიანებულ ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს.

“უკვე ამაზრზენია ამ ფრაზის მოსმენა” საქმეს ასე სჭირდება” ანუ რუსის ჯარის შემოყვანის მოსურნე ბურჯანაძესთან დაჯდომა-პასუხი: “საქმეს ასე სჭირდება”. პროპორციულის ჩაგდების ინიციატორთან მიერთება-მემორანდუმი – პასუხი: “საქმეს ასე სჭირდება”.
ენზელ მკოიანთან მიერთება ხომ არ სჭირდება “საქმეს”?????!!!!!! ჰეი, ჰეიიიი მანდ “საქმოსნებო”, 2018 წელს მე სხვა ღირებულებებით და სულ სხვა მოლაპარაკებებით შემოვედი მაგ ბრძოლაში-წრფელი და გამარჯვებაზე ორიენტირებულები ვიყავით და კიდეც დავდეთ გამარჯვება – მეორე ტური – საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ რომ ნამდვილი და გულწრფელი იყო ყველაფერი. ეს რა “ქარვასლა “ მოგიწყვიათ , განა ამის ღირსია მაშინდელი “ძალა ერთობის” იდეალისტი ამომრჩეველი???? “ საქმეს ასე სჭირდება” ?????? რომელ საქმეს ???? ჯერჯერობით ივანიშვილის საქმე კეთდება მხოლოდ!!!!!!
“დამღუპველი ღალატია”, – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად