თაკო ჩარკვიანი: დღევანდელი პრემიერი რუსეთზე მომუშავე კაცია, რომ შევაკვდე საქართველოს რუსეთს არ გადავაბარებ

დღევანდელი პრემიერი რუსეთზე მომუშავე კაცია, რომ შევაკვდე საქართველოს რუსეთს არ გადავაბარებ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მან გაიხსენა ღარიბაშვილის ზარი ალასანიასთან და საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვის გაუქმების მოთხოვნა.

“ოპოზიციაში როდესაც სტრატეგია მუშავდება ხოლმე არის განსხვავებული ხედვები. ზოგს მიაჩნია, რომ ეტაპობრივად მოხდეს და არ გაამწვავო, არ გააფუჭო… მაგალითად, გუშინ როდესაც 25 თებერვლის აქცია გადაიდო, იქ იყოფოდა აზრი. ყველა არ იყო ამის მომხრე. მე რუსეთის ხელისუფლებაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს. ერთადერთი იარაღი არის დასავლეთიდან უძლიერესი ზეწოლა და ხალხის ტალღა. ხალხის ტალღაა ისეთი იარაღი, რომლის მაგვარიც არ გამოგონილა.

გამორიცხულია ქართული სახელმწიფოებრიობის დათმობა. რომ შევაკვდე ამ ატმოსფეროს, არაფრით დავტოვებ რუსეთზე გადასაბარებელ საქართველოს. დღევანდელი პრემიერი, ეს არის რუსული თემა, ეს არის რუსეთზე მომუშავე კაცი, ეს ის კაცია, რომელმაც ისტერიულად ირაკლი ალასანიას ზარი მისცა საფრანგეთში, რომ თავდაცვაზე ხელი არ მოეწერათ. ეს ის ადამიანია, რომელსაც წელიწადი და ოთხი თვე თავისი ჩანაფიქრის გამო, კაბელების საქმეზე ხალხი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...