თაკო ჩარკვიანი ბონდო მძინარაშვილს: “ბონდო ნოლ ნოლ სემ” სირცხვილია! (ვიდეო)

„ბონდო ნოლ ნოლ სემ“ სირცხვილია – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს გადაცემა „რეაქციაში“.

” მე დაგარქვით ერთხელ, გეხუმრეთ ჯეიმს ბონდო, გახსოვთ? მე ვფიქრობ, ძალიან სწორად გითხარით. “ნოლ ნოლ სემ” ჯეიმს ბონდო! ახლავე აგიხსნით რატომ. იმიტომ რომ არასდროს არ მოვიდა ის ხელისფულება რომელიც აამუშავებდა ოკპუაიის კანონს და თვქნაირი ტიპების სახით, თქვენი და ობიექტივის რბილი ძალით საქართველოს ოკუპაციას ეწევით მუდმივად.

თქვენ რომ ხართ მედიის წარმომადგენლად ობიექტივში, უკვე შეურაცხყოფაა საქართველოსი. “ბონდო ნოლ ნოლ სემ” სირცხვილია!”, – მიმართა თაკო ჩარკვიანმა ბონდო მძინარაშვილს.

ამის საპასუხოდ, ბონდო მძინარაშვილმა დასძინა:

“რა საქართველოს ოკუპაციას ვეწევი?! რა ფინანსები?! მე შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, ძალიან არაადეკვატური ხართ განცხადებაში. რა ოკუპაციას ვეწევი, საიდან მოიტანეთ?! ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად