თაკო ჩარკვიანი: ბოკერია-ხაზარაძე და სხვები მიშას პოლიტდევნილობის შეწყვეტას და სავარაუდო გაპრემიერებას ხელს მოაწერენ?

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი და პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი Facebook-ში წერს.

“მეგობრებო კითხვა ასეთია: არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ხაზარაძის, ბესელიას, ბოკერიას, ბურჯანაძის, ელისაშვილის, “ქართული ოცნება” და სხვ პარტიები, (აი მე რომ ფსევდოს ვეძახი) მიხეილ სააკაშვილის პოლიტ დევნილობის შეწყვეტას და სავარაუდო გაპრემიერებას ან რომელიმეს აქედან ხელს მოაწერენ? (მე როცა ამ ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ, ვეყრდნობი ამ პარტიების ლიდერების მიერ, რამდენიმე კვირის და დღეების წინ გაკეთებულ განცხადებებს) რაც იმაზე მოწმობს, რომ ხელს არ მოაწერენ! მე პასუხი გავეცი ჩემივე დასმულ კითხვას, თქვენი აზრი მაინტერესებს”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” დატოვეს და პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნეს. ამ პლატფორმის ფარგლებში მათ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელეს. ამასთან გიორგი ვაშაძემ გუშინ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ დარწმუნებულია პრემიერი გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად