თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს: თავში არც გაივლოთ გაყალბება – გავწვებით რუსთაველზე

კანონი და სამართალი“-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და პარტიის ლიდერებს მიმართავს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ გააყალბონ. ხოლო გაყალბების შემთხვევაში კი საპროტესტო აქციას მიიღებენ.

“ჩემთვის მიუღებელია კადაფიზაცია და ამიტომ მე შურისძიების მოწინააღმდეგე ვარ. ჩემი რჩევაა, გულწრფელი რჩევაა, იმ ადამიანისა, რომელიც 2012 წელს ელოდებოდა, რომ იმედები გამართლდებოდა. ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ისე ელოდა როგორც მთელი საქართველო და გვეგონა, რომ რა სახელიც ჰქონდა ქველმოქმედისა, ის გაიმეტებდა სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად ქველმოქმედებას.
გულწრფელად ვურჩევ, თავში არც გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე. შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ. არავინ არ დაგვჭირდება, არავინ ახალგაზრდებს არ გამოიყვანს გარეთ, თვალების დასათხრელად. ხალხი ამას არ აპატიებს, შიმშილია, განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ტვ  „პირველში“ სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად